![]()
|
სანტიაგო ბერნაბეუ — სტადიონი მადრიდში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს მადრიდის რეალი. არის ტევადობით მეორე საფეხბურთო სტადიონი ესპანეთში. ტევადობა არის 80,400. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1947 წელს, სახელი ეწოდა რეალის პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს საპატივცემლოდ.
სტადიონზე გაიმართა 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და 1964 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატების ფინალური შეხვედრები. ასევე სტადიონზე 1957, 1969 და 1980 წლებში გაიმართა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრები.
| ავტორი: | ნანახია: 860 | |