WIndows  
RSS 2.0  |  ფონი 1   ფონი 2   ფონი 3   ფონი 4   ფონი 5
  
ნავიგაცია

ავტორიზაცია

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

გამოკითხვა

TOP News
ტოპ ფაილები

რაც გინდა
რაც გინდა

უბედური შემთხვევა
|

ჯიქიას ქუჩაზე `რუსთავი 2`-ისა და `მაგთის` ერთობლივი პროექტის ვარსკვლავების აკადემიის 5-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 30-მეტრიანი ზოლზე შენობის ხუთივე სართული ჩამოშლილია. მაშველები ამ დროისთვის ეძებენ `რუსთავი 2`-ის ორ თანამშრომელს, მემონტაჟეებს გიორგი გაბუნიასა და ნიკა გელაშვილს, რომლებიც უბედური შემთვევის დროს, სავარაუდოდ, მეოთხე სართულზე იმყოფებოდნენ. ნანგრევებში მოყოლილების ერთი ტელეფონი ნაპოვნია, სავარაუდოდ, იგი პარტონს სხვაგან ჰქონდა დატოვებული, მეორე ტელეფონეზე ზარი ამ დრომდე გადის.

სამაშველო სამუშაოები ჯიქიას ქუჩაზე, უკვე შვიდი საათია, რაც გრძელდება. დაზარლებულების ამოყვანა ნანგრევებიდან გამთენიის 7 საათისთვის დაიწყეს. ყველაზე მძიმე მათ შორის თათული ნატროშვილია რომელიც ნგრევის დროს, სავარაუდოდ, პროექტის მონაწილეებთან ერთად მეხუთე სართულზე იმყოფებოდა. 

ნგრევის მომენტში 5 საათისათვის პროექტის ყველა მონაწილეს ეძინა. საავადმყოფოში გადაიყვანეს გვანცა მამარდაშვილი. პროდიუსერი ნგრევის დროისთვის მე - 4 სართულზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ამავე სართულზე იყვნენ ჩვენი თანამშრომლები გიორგი გაბუნია და ნიკა გელაშვილიც, რომელთა ძებნა ამ წუთებამდე გრძელდება. 

უბედური შემთხვევა ჯიქიაზე გამთენიის 5 საათზე მოხდა, მაშველები `რუსთავი 2`-ის ორ თანამშრომლის ძებნას უკვე 7 საათია შეუწყვეტლივ განაგრძობენ. უბედური შემთხვევისას შენობაში სულ თოთხმეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ხუთი ადამიანის გამოყვანა უპრობლემოდ მოხერხდა, ექვსი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი თათული ნატროშვილის ამოყვანა უშუალოდ ნანგრევებიდან მოხერხდა. ექიმები აცხადებენ, რომ თათულის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით უცნობია დასჭირდება თუ არა მას ქირურგიული ჩარევა. 

საავადმყოფოში რჩება პროექტ `ვარსკვლავების აკადემიის` პროდიუსერი, პროექტის კიდევ ოთხი მონაწილე კი სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ადგილზე უკვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ქალაქის მერი, ისინი სამაშველო სამსახურის მუშაობას პირადად ადევნებდნენ თვალყურს. ჯიქიას ქუჩაზე 5-სართულიანი შენობა ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოინგრა.



ავტორი: | ნანახია: 688 |