WIndows  
RSS 2.0  |  ფონი 1   ფონი 2   ფონი 3   ფონი 4   ფონი 5
  
ნავიგაცია

ავტორიზაცია

კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

გამოკითხვა

TOP News
ტოპ ფაილები

რაც გინდა
რაც გინდა

Real Madrid - Barcelona ( პრევიუ + წინასამატჩო სტატისტიკა)
|


"ელ კლასიკო" ერთი რიგითი თამაშია, რომლის ჩატარებაც უმაღლეს დონეზე მოგვიწევს," – განაცხადა მანუელ პელეგრინიმ. "მადრიდის "რეალთან" გასამართი შეხვედრა ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია "ლა ლიგაში" დარჩენილ თამაშთაგან", – ეს უკვე ხოსეპ გუარდიოლაა. რა თქმა უნდა, ორივე მათგანი ცრუობს; ცრუობს იმ ტენდენციის თანახმად, რომელზეც უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. ასეა თუ ისე, "სუპერკლასიკომდე" სულ რამდენიმე საათიღა რჩება; დღეს მეხუტო გონსალესის სასტვენს ისე ელიან, როგორც არასდროს; დღეს დიდწილად გადაწყდება, თუ ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი; დღეს გაირკვევა, თუ ვინ არის უფრო ძლიერი – ამბიციური "ნეო–გალაქტიკოსი" თუ ჩამოყალიბებული, დახვეწილი "ბლაუგრანა", კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი, მანუელ პელეგრინი თუ ხოსეპ გუარდიოლა, ჩავი თუ ჩაბი; დღეს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა... ყურადღება, "სანტიაგო ბერნაბეუ" "ელ კლასიკოს" მასპინძლობს !

შეხვედრამ, რომელიც უკვე შერაცხეს "ათასწლეულის თამაშად", სავსებით შესაძლებელია, ვერ გაამართლოს გულშემატკივართა იმედები, ერთი რამ კი ნამდვილად ცხადია, ის არ და ვერ იქნება ისეთი, როგორიც შარშანდელი ავადსახსენებელი "ელ კლასიკო" იყო. მიუხედავად სანახაობრივი მხარისა, სრულიად საფეხბურთო სამყარო უდიდესი ინტერესით დააკვირდება ტიტულის მაძიებლებისა და მოქმედი ჩემპიონების დუელს; ორთაბრძოლას, რომელიც არამც და არამც არ არის ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა, გნებავთ, გადამწყვეტი ოქროს მედლებისთვის.

"ჩვენ მინდორზე მოსაგებად გავალთ. ფრე ჩემი გუნდისთვის ნებისმიერ ვითარებაში ცუდი შედეგია. გასვლაზე უკვე ბევრი მატჩი მოვიგეთ, შინ კი – კიდევ უფრო მეტი, გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება", – განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი "რეალ მადრიდიდან": კრიშტიანუ რონალდუ. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს, რომ მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, არსებობს ერთი მოთამაშე, რომელსაც სურს, დაამტკიცოს, რომ ისევ უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება. კრიშტიანუ რონალდუმ "რეალის" მაისურით 27 შეხვედრა გამართა და 25 გოლი გაიტანა. მისი სისწრაფე და კლასი "ბარსელონას" დაცვას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნული ნებისმიერი სტანდარტი კი, შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს.

ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი "ბარსელონადან": ლიონელ მესი. რა შეიძლება ვთქვათ არგენტინელზე ? "არსენალთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მის შესაფასებლად სიტყვები ხოსეპ გუარდიოლამაც კი ვერ იპოვნა. მესი "ბარსელონას" შეტევის სულისჩამდგმელი და მთავარი დამაგვირგვინებელი იქნება, მისი შეჩერება მადრიდელ მცველებს უდიდეს ძალისხმებად დაუჯდებათ.

ტაქტიკა: ორივე მხარე უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს, ეყრდნობა ჩამშლელი ნახევარმცველების ერთნაირ სქემას და მთავარ იმედებს ფლანგებზე განლაგებულ უსწრაფეს ფორვარდებზე ამყარებს. პელეგრინი "ბარსელონასთვის" ბურთის წართმევას მაქსიმალურად შეეცდება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებს დაცვით ფეხბურთს. გრძელი გადაცემები ბევრად დაიკლებს, მოკლე დისტანციაზე გათამაშებული კომბინაციები კი – მომრავლდება.

ციტატები: კრისტოფ მეტცელდერი: "ორივე, "რეალიც" და "ბარსელონაც", დამაჯერებლად იგებს საკუთარ თამაშებს, რის გამოც ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იქნება. მიუხედავად ამისა, წინ კიდევ ბევრი რთული მატჩია დარჩენილი, ასე რომ "ლა ლიგის" გამარჯჯვებულის ვინაობა შაბათს არ გაირკვევა."

ჩაბი ალონსო: "ბარსელონა" უკანასკნელი 20 წლის საუკეთესო გუნდია, როგორც საერთო ჩათვლაში, ასევე თამაშის სტილით."

ახალი ამბები: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გუარდიოლამ საკუთარ შეგირდებს "ელ კლასიკოზე" საუბარი აუკრძალა. "რეალი" "მილანის" ბრაზილიელ თავდამსხმელთან, პატოსთან დააკავშირეს, მაგრამ გაზეთების მთავარ თემად კვლავ "ლოს ბლანკოსის" მიერ "ლივერპულის" თავკაცის, რაფაელ ბენიტესის ზაფხულში გადაბირების მცდელობა რჩება.

"რეალ მადრიდის" ახალი ამბები: "სუპერკლასიკოს" რიკარდო კაკა გამოტოვებს, ქარიმ ბენზემა კი ჯერ კიდევ არ არის 100% მზად. მეტცელდერს შარშანდელი 2–6 კარგად ახსოვს, ასე რომ, სავარაუდოდ, მის ნაცვლად მოედანზე ეზეკილ გარაის ვიხილავთ, რომელიც ტრავმირებული პეპეს ადგილს დაიკავებს.

"ბარსელონას" ახალი ამბები: გამოჯანმრთელდნენ ანდრეს ინიესტა და ხერარდ პიკე, თუმცა შაბათს გუნდის დახმარებას ერიკ აბიდალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ შეძლებენ. მცირე დაზიანება აღენიშნება იაია ტურესაც.

სტატისტიკა:

"რეალ მადრიდი" – "ბარსელონა"

მ – მოგება, ფ – ფრე, წ – წაგება

ჩატარებული შეხვედრები: 30 : 30

ადგილი ცხრილში: 1 : 2

ქულები: 77 : 77

ბურთების შეფარდება: 57 : 56

გატანილი გოლები საშუალოდ ერთ მატჩში: 3.3 : 2.1 ("რეალი" საშუალოდ 3.3 გოლს შინ იტანს, "ბარსელონა" კი 2.1 –ს სტუმრად)

გაშვებული გოლები საშუალოდ ერთ მატჩში: 0.9 : 0.7 ("რეალი" საშუალოდ 0.9 გოლს შინ უშვებს, "ბარსელონა" კი 0.7 –ს სტუმრად)

უკანასკნელი ხუთი თამაში: მ–მ–მ–მ–მ : მ–მ–მ–მ–მ

უკანასკნელი ხუთი თამაში შინ: მ–მ–მ–მ–მ : მ–მ–მ–მ–მ

უკანასკნელი ხუთი თამაში სტუმრად: მ–მ–მ–მ–მ : მ–მ–ფ–წ–მ

საუკეთესო ბომბარდირი: გონსალო იგუაინი (24) : ლიონელ მესი (26)

ყველაზე მეტი წითელი ბარათი: კრიშტიანუ რონალდუ (2) : ზლატან იბრაჰიმოვიჩი (1)

ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი: სერხიო რამოსი (11) : ზლატან იბრაჰიმოვიჩი (6)

"რეალს" სერიოზული უპირატესობა აქვს, მას საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამართული 79 შეხვედრიდან 50 აქვს მოგებული, წაგებული კი – მხოლოდ 15. "ბარსელონას" ლიდერობის მოსაპოვებლად ფრეც აწყობს.

"ლოს ბლანკოსს" ჩემპიონატში 83 გოლი აქვს გატანილი, აქედან 42 კი გონსალო იგუაინსა და კრიშტიანუ რონალდუზე მოდის, რომელთაც, საერთო ჯამში, 45 შეხვედრა აქვთ გამართული.

გატანილი ბურთების რაოდენობას არც "ბლაუგრანა" უჩივის, განსაკუთრებით კი – ლიონელ მესი, რომელსაც ბოლო 10 შეხვედრაში 15 გოლი დაუგროვდა, მათ შორის სამი ჰეტ–ტრიკი. გონსალო იგუაინს უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

"ლა ლიგაში" ჩატარებული ყველა "ელ კლასიკოდან" "რეალს" 68 მოგება აქვს, "ბარსელონას" კი – 61, ფრედ 30 შეხვედრა დასრულდა. გუნდებმა უკანასკნელ ექვს შეხვედრაში სამ–სამი მოგება გაინაწილეს.

"ბარსელონას" ფეხბურთელი, ლიონელ მესი, "ლა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირია 26 გატანილი ბურთით, მისი უახლოესი მდევარი კი "რეალის" ფორვარდი, გონსალო იგუაინია, მის ანგარიშზე 24 გოლია.

"რეალ მადრიდი" (83) ესპანეთის პირველობაში ყველაზე შედეგიანი გუნდია, "ბარსელონას" კი ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (19). კატალონიელებს მეტოქეთა კარი 75–ჯერ აქვთ დალაშქრული, მადრიდელების დამწუხრება კი სხვადასხვა მეტოქემ 26–ჯერ მოახერხა.



ავტორი: | ნანახია: 793 |